ბათუმის ღია ტურნირი ფარიკაობაში

03 ივნისი 2022, 17:38 971 ნახვა

სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი დაიწყო ფარიკაობაში, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მოფარიკავე მონაწილეობს. შეჯიბრება ხმალში, რაპირასა და დაშნაში ტარდება. დღეს ასპარეზობა ხმლით მოფარიკავეთა შორის ჩატარდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები. ტურნირის მთავარი მსაჯი ლეგენდარული ქართველი მოფარიკავის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის შვილი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თათია აფციაურია. ტურნირი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ხვალ ბილიკზე დაშნით მოფარიკავეები გავლენ, დასკვნით დღეს კი რაპირით მოფარიკავეები იასპარეზებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში