პრემიერის ვიზიტი სლოვაკეთში

03 ივნისი 2022, 20:01 1090 ნახვა

საქართველოს დელეგაცის ვიზიტი ბრატისლავაში. "გლობსეკის" ფორუმის ფარგლებში პრემიერი შეხვედრებს მართავს და დასავლეთისგან  მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს ელოდება. ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია - აღნიშნა პრემიერმა გლობალური უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა,  ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა, გაიხსენა 2008 წლის ომი და კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველოს, ევროპული არჩევანისთვის, მაღალი ფასი აქვს გადახდილი. საქართველომ კი შეასრულა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და პროცესი გრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში