კიევის ოლქში რუსების მიერ დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ცხედრები კიდევ აღმოაჩინეს

04 ივნისი 2022, 15:02 861 ნახვა

მარიუპოლში ოკუპანტები ტერიტორიას ნანგრევებისგან, დაღუპულებისა და ცხედრების ძიების გარეშე ასუფთავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მერის  მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. მისი თქმით, რუსები ამ გზით მტკიცებულებებს ანადგურებენ. დაამატა, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის და ახალი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია.

კიევის რეგიონში 4 ივნისის მდგომარეობით 1 300-ზე მეტი გარდაცვლილი და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ექსჰუმირებული, მათგან 200-ზე მეტი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში