ლიზ ტრანსი პუტინის ომზე

04 ივნისი 2022, 12:31 1402 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში, ევროპაში მეორე მსოფლიო იმის  შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია.

მისი თქმით უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

ომის მე-100 დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი შეცდა და ნაბიჯები ცუდად გათვალა.

„ამ ომს  აქვს უზარმაზარი შედეგები გლობალური მშვიდობისთვის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. პუტინი ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა უკრაინელების სიმამაცე, მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა“ - წერს ტრასი განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში