რუსებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდას ლავრა დაბომბეს

04 ივნისი 2022, 17:13 879 ნახვა

ოკუპანტები უკრაინის დაბომბვას ისევ აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ რუსებმა დონეცკის ოლქში, სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. რუსულ აგრესიას  ნიკოლაევის ერთ-ერთი უბანში  3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 4.

ჩერნობილის რაიონში კი ტყეები იწვის, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები  მუშაობენ.

რაც შეეხება  მარიუპოლს, აქ ოკუპანტები ტერიტორიას ნანგრევებისგან, დაღუპულებისა და ცხედრების ძიების გარეშე ასუფთავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში