გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

04 ივნისი 2022, 21:35 1206 ნახვა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონითი კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიორგი  ატაცში  167/ 171/ 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 

აკვრაში კი 205/210 კილოგრამის ძლევით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ჩხეიძე ორჭიდში მოგროვილი 384 კილოგრამითაც.

ეს გიორგი ჩხეიძის პირველი მედლებია დიდების ევროპის ჩემპიონატზე.

დღეს 4 ივნისს  20:00 საათიდან  ქალთა 87 კგ ში  ანასტასია გოტფრიდი გამოვა.

ევროპიროველობის დასკვნით დღეს კი 5 ივნისს 18:00 სთ. +109 კგ. ში მეექვსე ევროპის ჩემპიონობისთვის ლაშა ტალახაძე იბრძოლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში