აჭარის შოტოკან კარატეს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა

04 ივნისი 2022, 22:10 1530 ნახვა

აჭარის შოტოკან კარატეს ნაკრებმა თბილისის გრან-პრი 4 მედლით დაასრულა. მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

საერთაშორისო ტურნირზე 13 ქვეყნის 266 მონაწილე ასპარეზობდა. აჭარის ნაკრები კი ტურნირზე 5 სპორტსმენით წარსდგა და მათგან 4-მა მედლის მოპოვება შეძლო. ოქროს მედალი საბა სურმანიძემ 55 კგ-ში 16-17 წელის კატეგორიაში, ხოლო გოგა გვიანიძემ 63 კგ -ში 14-15 წლის კატეგორიაში აიღო.

ვერცხლის მედალს +84 კგ-ში + 18 წელის კატეგორიაში ბექა ბერაძე დასჯერდა. ნიკა გოგუაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო 61კგ-ში 16-17 წელის კატეგორიაში.

ერთი კვირის წინ აჭარის შოტოკან კარატეს ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 7 მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე მათ ანგარიშზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში