საქართველოს ნაკრები დღეს გასვლაზე ბულგარეთს დაუპირისპირდება

05 ივნისი 2022, 11:50 928 ნახვა

საქართველოს ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში გასვლაზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროისთ 22:45 საათზე დაიწყება. 

ამ ნაკრებებს ისტორიაში ერთმანეთთან სულ 6 ჯერ უთამაშიათ. 4 მატჩი ბულგარელებმა მოიგეს, 1 ქართველებმა, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა.

ერთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ საქართველოს  ნაკრები 3 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ბულგარეთი 1 ქულით მესამეზე იმყოფება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 22:45 საათიდან დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში