ბანგლადეშში საწყობის აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა 

05 ივნისი 2022, 11:07 507 ნახვა

ბანგლადეშის ქალაქ ჩიტანგონთან მდებარე საწყობში გაჩენილ ხანძარს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა  კრიტიკულად მძიმეა.

საწყობის ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც აფეთქებამდე ხანძარს აშუქებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში