პოლონეთში მოკლული ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

05 ივნისი 2022, 14:00 1494 ნახვა

პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული 24 წლის როზეტა ყალიჩავას ოჯახი გარდაცვლილის შვილების საქართველოში ჩამოსაყვანად დახმარებას ითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვები სოციალურ ბაღში იმყოფებიან, არ იღებენ საკვებს და დედას კითხულობენ. 27 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში 24 მაისს იპოვეს.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალს ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ბინაში კი ხანძარი გააჩინა.პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი თბილისში გუშინ ჩამოასვენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში