რუსეთი იერიშებს იმ ობიექტებზე მიიტანს, რომლებსაც ჯერ არ შეხებია - ვლადიმერ პუტინი

05 ივნისი 2022, 14:39 971 ნახვა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 262 ბავშვია დაღუპული, 467-ზე მეტი კი დაშავდა. ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი გაჩერებას მაინც არა აპირებს, უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კომენტირებისას ამბობს, რომ უკრაინულ იარაღს რუსეთი "თხილივით აწკაპუნებს".

პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი იმ ობიექტებზე განახორციელებს დარტყმებს, რომლებზეც აქამდე არ მიუტანიათ იერიში.

მისი თქმით, რუსული მხარე აცნობიერებს, რომ დაგეგმილია 45-70 კილომეტრის დისტანციისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემა, თუმცა თუ მიწოდება გაგრძელდება მოსკოვი გააგრძელებს მათ განადგურებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში