ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში

05 ივნისი 2022, 17:02 940 ნახვა

ბათუმმა ვეტერანი სპორტსმენის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ღია ტურნირს უმასპინძლა სპორტულ აკრობატიკაში.

შეჯიბრებაში როგორც საქართველოს, ასევე სომხეთიდან მოწვეული ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ.

თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ბათუმელთა ტრიომ იოანა შერვაშიძის, დიანა ბასილაძისა და დეა მჟავანაძის შემადგენლობით იმარჯვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში