ტურნირი „ირაოს“ გამარჯვებით დასრულდა

05 ივნისი 2022, 17:00 1121 ნახვა

ბათუმში დასრულდა ვეტერანი კალათბურთელებისა და მწვრთნელების ალეკო გოგოტიშვილისა და გარი არინინის სახელობის საკალათბურთო ფესტივალი ჭაბუკთა შორის, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა.

გაიმარჯვა ფოთის სასპორტო სკოლის გუნდმა „ირაომ“, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

მეორე ადგილზე ბათუმის „ლომისი“ გავიდა, მესამე ადგილი კი ბათუმის სპორტის სასახლის გუნდმა „ბათუმი-1“-მა დაიკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში