ტურნირი ფეხბურთში

05 ივნისი 2022, 17:00 1058 ნახვა

იური ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა გაიმართა ფეხბურთში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბახვის ნაკრებმა ბათუმის „ფერია“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე ბათუმის „ქორები“ გავიდნენ.

შეჯიბრება ურეხის სტადიონზე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში