მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლითაც რუსეთი უკრაინაში ომის გამართლებას ცდილობს - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

05 ივნისი 2022, 16:53 687 ნახვა

უკრაინამ ოკუპანტების დოკუმენტები მოიპოვა, რომლის გამოყენებითაც რუსეთი ომის გამართლებას ცდილობს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი არტიომ დეხტიარენკო ავრცელებს.

მისი თქმით, რუსული სპეციალური სამსახურები უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად და საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საინფორმაციო ომის გაძლიერებას აპირებენ, რაც ნიშნავს უკრაინული არხების გათიშვასა და რუსული პროპაგანდული გადაცემების ჩართვას.

დეხტიარენკო აცხადებს,  რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ იყო ომი ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში