ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონია

05 ივნისი 2022, 23:35 977 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა. 

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

12 წლამდე გოგონათა შეჯიბრში სასტარტო 5 გამარჯვების შემდეგ დამაჯერებლად  ჩემპიონის ტიტული კესარია მგელაძემ მოიპოვა.

საერთო ჯამში კესარიამ 9 დან 7,5 ქულა მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში