ომის 103-ე დღე

06 ივნისი 2022, 10:05 517 ნახვა

სევეროდონეცკში ამ დრომდე დაახლოებით 15 000 ადამიანი რჩება, რომელთა ევაკუაცია მუდმივი საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ, ამასთან გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, მტრის 7 თავდასხმა მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო მონაცემებით უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს 31 250 რუსი სამხედრო დაიღუპა. რაც შეეხება კიევზე თავდასხმის მიზანს, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი, ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო.

ცნობილი ხდება, კიდევ ერთი რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაიორი რომან კუტუზოვი ლუჰანსკის ოლქში მოკლეს. კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში