მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი - ჯოზეფ ბორელი

06 ივნისი 2022, 10:20 614 ნახვა

მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე პასუხისმგებელი რუსეთია, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის განცხადებებს, თითქოს გლობალურ სასურსათო კრიზისს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს.

ბორელის მტკიცებით, მათი სანქციები სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და მის ტრანსპორტირებას არ ეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში