ევროკავშირის ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს

06 ივნისი 2022, 14:35 660 ნახვა

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, 10-მდე ადამიანი დააკავეს.  მათ შორის არიან გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. მათ ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელს შეუშლიან ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში