სასამართლომ “კონსერვატიული მოძრაობა” 217 482 ლარით დააჯარიმა

06 ივნისი 2022, 14:35 990 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ “კონსერვატიული მოძრაობა” 217 ათასი ლარით დააჯარიმა. კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა.

უწყების განცხადებაში წერია, რომ “პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში. საუბარია არაფულადი შემოწირულობების დამალვაზე.

კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულობა 72 000 ლარზე მეტია”.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებით პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა ეკისრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში