გაფიცვის მეშვიდე დღე “IDS ბორჯომში“ და მედიაციის პროცესი

06 ივნისი 2022, 18:14 754 ნახვა

კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით პრობლემა მოგვარდება - ასეთია პრემიერის გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოეპყრობიან. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" კი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, შრომის ინსპექცია ჩაერთოს. ციტატა კომპანიის განცხადებიდან,  „მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია“

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში