ომი უკრაინაში - დღე 103

06 ივნისი 2022, 19:46 773 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი კიევშია გადასვენებული. ქართველი მებრძოლი საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ სამხედროებთან ერთად დაიღუპა.24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.უკრაინაში 3 თვეზე მეტია ომია. მარიუპოლი, სავარაუდოდ, ჩაიკეტება - ქალაქში ქოლერის გავრცელების საფრთხეა. რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დაიკავონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქი, ასევე ამაგრებენ პოზიციებს ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში. გრძელდება რუსეთის საავიაციო და სარაკეტო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა ნაწილებში მდებარე ობიექტებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში