პროკურატურა მიღება

07 ივნისი 2022, 20:44 957 ნახვა

პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ. ანაზღაურებით ისინი 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში გადანაწილდნენ. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 38 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.   დღეისათვის, საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების 63% სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ. სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში