დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმიდან 19 წლის გოგო გაიტაცა 

08 ივნისი 2022, 11:52 2422 ნახვა

სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დააკავეს ერთი პირი, რომელმაც ბათუმიდან 19 წლის გოგო გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი ზუგდიდში გადაადგილდებოდა, სადაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და გატაცებული გოგო გაათავისუფლა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 2-იდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში