ვითარება უკრაინაში

08 ივნისი 2022, 10:10 833 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა ღამით საჰაერო განგაშის სიგნალი. სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. აქტიურად იბომბება, ამ დრომდე, სამხრეთ მიკოლაივის რეგიონი. რუსულ საჰაერო იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

დაბომბილია ქალაქ ბაშტანკას ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია, სტადიონი და რაიონის საკრებულო. განადგურებულია უკრაინის უმსხვილესი მარცვლეულის საწყობი.

რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს ქალაქ ხარკივში, გარდაცვლილია 1, დაშავებულია 2 ადამიანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკივის ოლქის სოფელ ოლექსიივკაზეც. არიან დაშავებულები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლი ნაღმტყორცნებიდან შეუტიეს სუმის ოლქში მდებარე ქალაქ შოსტკას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში