ლავროვი თურქეთში ჩავიდა

08 ივნისი 2022, 11:02 834 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად  უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

საუბარი შეეხება უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი გემებისთვის უსაფრთხოების დერეფნის გახსნას. თურქეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ბლოკირებული უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან საზღვაო დერეფნის გახსნის წინადადებით გამოდის.

8 ივნისს ლავროვისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის მოლაპარაკებები ანკარაში გაგრძელდება.

ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მოსკოვი  მზად არის ანკარასთან საზღვაო მიმოსვლის განბლოკვის მიზნით იმუშაოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში