საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი 

08 ივნისი 2022, 11:25 1814 ნახვა

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. 

სამართალდამცველების მიერ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში