2008 წელს ნატომ შეცდომა დაუშვა - რასმუსენი

08 ივნისი 2022, 14:52 990 ნახვა

ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეფასებებში და იმაში, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატო-ს პოზიციების გაყოფამ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, რომელიც საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე შეცდომა, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, იყო სუსტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, როდესაც შემოიღეს „რბილი“ სანქციები.

ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ასეთმა პოლიტიკამ რუსეთის პრეზიდენტს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა მიწის ძალით მიტაცება თითქმის ყოველგვარი ფასის გარეშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში