უკრაინაში ''სპეციალური ოპერაცია'' თავის მიზნებს მიაღწევს - ლავროვი

08 ივნისი 2022, 14:14 885 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის პირობა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია, რუსეთმა თავისი ჯარი იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც 24 თებერვლამდე ეკავა, მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ უკრაინის დემილიტარიზაციისთვის რუსული „სპეცოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რუსეთი მიზნებს აღწევს.

ანკარაში თურქეთისა და რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი იყო.

თურქეთი უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი გემებისთვის უსაფრთხოების დერეფნის გახსნის წინადადებით გამოდის. 

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის გეგმას რეალისტურად მიიჩნევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში