რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრობა რამდენიმე საათში აღდგება - გზების დეპარტამენტი

09 ივნისი 2022, 10:06 1287 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში