ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს უკრაინას კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭოს

09 ივნისი 2022, 10:31 737 ნახვა

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა.  ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ  ევროპარლამენტი ასევე რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის სტატუსი როგორც მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად.

მათვე ცნობით, ამჟამინდელ რეზოლუციაში ასევე საუბარია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა, როგორც ცნობილია, თავისი განაცხადები უკრაინის შემდეგ გააკეთეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში