ვითარება შრომის ბაზარზე - სამუშაო შეხვედრა  

09 ივნისი 2022, 14:03 983 ნახვა

დასაქმების  ბაზარზე არსებული ვითარება და  მონიტორინგის  შედეგები  განიხილეს  დღეს  ბათუმში  გამართულ  სამუშაო  შეხვედრაზე. კვლევის  ფარგლებში აჭარაში 150 ორგანიზაცია გამოიკითხა იმის  დასადგენად თუ როგორ უნდა გაიზარდოს დასაქმების  მაჩვენებელი, გაუმჯობესდეს სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევები და რა  საჭიროებები, გამოწვევები აქვს  საამისოდ  ადგილობრივ  ბიზნესს. 

სამუშაო შეხვედრას საჯარო და  კერძო  სექტორის, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული  სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, ‘’საქართველოს გაეროს  ასოციაცია’’ და ‘’საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი’’ ახორციელებს. 

აჭარაში პროექტის პარტნიორი ‘’თავისუფალ ჟურნალისტთა’’ სახლია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში