პრობლემა საბავშვო ბაღში აღმზრდელის გამო

09 ივნისი 2022, 18:16 3258 ნახვა

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის „მადაგასკარის“  ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა  სოციალურ ქსელში  ბაღის სათვალთავლო კამერის ვიდეო-ჩანაწერს აქვეყნებს და წერს,რომ მის შვილზე ბაღის აღსაზრდელები ძალადობენ, ადმინისტრაცია კი ვერ იცავს მის უსაფრთხოებას. წერს, რომ მისი შვილი არაერთხელ სცემეს. იგი პასუხისმგებლობას აღმზრდელებსა და ბაღის დირექტორს აკისრებს. ჩვენ დავუკავშირდით მოზარდის დედას, რომელიც ამ ეტაპზე იტალიაში იმყოფება და ასევე ვესაუბრეთ საბავშვო ბაღის დირექტორს. ნინო  ბერიძე ამბობს, რომ  შემთხვევა გუშინ საღამოს ბავშვების ბაღიდან გაყვანის დროს მოხდა. მისი თქმით, მოზარდებთან მხოლოდ პედაგოგის თანაშემწე იმყოფებოდა, რადგან პედაგოგს ოჯახური პრობლემების გამო  ბაღის სასწრაფოდ დატოვება მოუხდა. თანაშემწე კი  შემთხვევის  დროს ოთახში არ იმყოფებოდა, რადგან მას როგორც აგვიხსნეს, სხვა ბავშვი ჰყავდა გაყვანილი მშობელთან. რაც შეეხება ბაშვებს, რომლებმაც თანაჯგუფელი სცემეს, დირექტორის განცხადებით, მათი მშობლები ბაღში დაიბარეს. მოზარდი, რომელიც სცემეს 5 წლიანთა ჯგუფშია, სადაც ადმინისტრაციას მხოლოდ ერთი პედაგოგი და ერთი თანაშემწე ჰყავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში