სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები ძვირად ღირებულ სამკურნალო პრეპარატს უსასყიდლოდ მიიღებენ

10 ივნისი 2022, 11:36 719 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირად ღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო.

„იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში