ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

10 ივნისი 2022, 14:09 10066 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სალაროს გახსნას და თანხას ითხოვდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ის ბანკიდან გაიქცა. 

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თანხის წაღება ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ითვალისწინებს.

 ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. 

ამ ეტაპზე ''საქართველოს ბანკის'' თანამშრომლები, რომლებიც ინციდენტის დროს ბანკში იმყოფებოდნენ კომენტარს არ აკეთებენ. 

ცოტა ხნის წინ, ბანკში მუშაობა განახლდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მომხმარებლებს ფილიალში არ უშვებდნენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში