დააკავეს პირი, რომელიც ''საქართველოს ბანკის'' ბათუმის ფილიალში იარაღით შეიჭრა - შსს

10 ივნისი 2022, 16:28 1361 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.

''ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს'' - წერია განცხადებაში. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში, შეიარაღებული პირი დილით შეიჭრა. მამაკაცი სალაროს გახსნას და თანხას ითხოვდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ის ბანკიდან გაიქცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში