რას ბედავთ თქვენ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი - ლომჯარია ხუნდაძეს

10 ივნისი 2022, 17:36 582 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ევროპული არჩევანი უკვე გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ.

„რაო? რას ბედავთ თქვენ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერს ნინო ლომჯარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება, რომ საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში