ციკო ფუტკარაძემ მესამე ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

11 ივნისი 2022, 11:02 1172 ნახვა

ქართველმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ  მესამე ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
მიუნხენში დასრულდა მესამე ევროპული თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება და იწყება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობს საქართველოს მშვიდოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდი.  

საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა  ციკო ფუტკარაძემ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და 2023 წლის ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს დროში მიიღებს.

მესამე ევროპულ თამაშებს  პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 2023 წელს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში