მხოლოდ სიტყვებით ვერავინ დააშოშმინებს რუსეთს - ზელენსკის გამოსვლა სამიტზე

11 ივნისი 2022, 17:20 625 ნახვა

“რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაშოშმინება აღარ შეიძლება, ამისთვის უკვე გვიანია.“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წამოწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არ არის მხოლოდ საფრთხე ევროპისთვის, ეს ეხება გლობალურად მნიშვნელოვან საკითხებს.

რუსეთის ხელმძღვანელობას სურს უარი თქვას კაცობრიობის ისტორიული განვითარების ყველა მიღწევაზე, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის სისტემაზე, რომელიც დღეს გვაქვს და დაუბრუნდეს ცხოვრებას, როგორც მე-19 საუკუნეში იყო ან უფრო ადრე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავის მიწაზეა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში