საპროტესტო აქციები აშშ-ში

12 ივნისი 2022, 08:53 699 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციები იმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა დემონსტრაციებს და კონგრესს „იარაღის უსაფრთხოების შესახებ საღი კანონის მიღებისკენ“ მოუწოდა. თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერის მოწოდებისა, სამართლებრივ ცვლილებებს, სავარაუდოდ, რესპუბლიკელები მხარს არ დაუჭერენ. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, შეერთებულ შტატებში ორი მასობრივი სროლა მოხდა. 24 მაისს, ტეხასის შტატში, სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 19 ბავშვი და 2 ზრდასრული დაიღუპა.

მანამდე კიდევ ერთი მასობრივი შეიარაღებული თავდასხმა, ნიუ-იორკში, ბუფალოში მოხდა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში