სტუდენტთა პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება

12 ივნისი 2022, 14:13 813 ნახვა

მესამე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი პროტესტს უცვლელი მოთხოვნებით, რექტორის კაბინეტიდან განაგრძობს. მათ რექტორთან შეხვედრა და საკუთარი პრობლემების გაზიარება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება. აცხადებენ, რომ "რექტორი არ გვხვდება. ისე დადის უნივერსიტეტში, რომ ვერ შევნიშნოთ, სარდაფებით, დაბლა შემოსასვლელებით მოძრაობს. როდესაც საზოგადოება საუბრობს - "დედა უნივერსიტეტი" და "ცოდნის ტაძარი", ეს აღარ წარმოადგენს ცოდნის ტაძარს და სიწმინდეს, ძალიან დიდი ხანია'' - აცხადებენ სტუდენტები

ცნობისთვის, სტუდენტებს ოთხი მოთხოვნა აქვთ, რაც ონლაინ გამოცდების ჩატარებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რექტორის გადადგომას და ფინანსურ გამჭვირვალობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში