ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა

12 ივნისი 2022, 18:00 5924 ნახვა

დღეს ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრმა, ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა კბილებით მატარებლის 2 ვაგონი დაფიქსირებულ მანძილამდე დაძრა, რაც 47 ტონას შეადგენდა.

ქართველმა სტრონგმენმა აქამდე დამყარებული რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა. 

როგორც ქართველი სპორტსმენი ამბობს, სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში