რეკორდებზე მონადირე ბათუმელი

12 ივნისი 2022, 20:05 1205 ნახვა

დღეს, ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრმა ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა კბილებით მატარებლის 2 ვაგონი დაფიქსირებულ მანძილამდე დაძრა, რაც 47 ტონას შეადგენდა.

ქართველმა სტრონგმენმა აქამდე დამყარებული რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა. 

როგორც ქართველი სპორტსმენი ამბობს, სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში