აქცია ბრიუსელში უკრაინის მხარდასაჭერად

12 ივნისი 2022, 20:03 830 ნახვა

ბრიუსელში ევროპული კომისიის შენობის წინ უკრაინელი და ევროპელი აქტივისტები შეიკრიბნენ. შეკრების მიზანი უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერაა.

მონაწილეებს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ შემოხვეული და მათ ევროპული კომისიის შენობის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

ევროპულმა კომისიამ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაცია მომდევნო კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში