რა ბედი ელის დაზიანებულ პირსებს?

12 ივნისი 2022, 20:08 2387 ნახვა

დაზიანებული პირსი ბათუმში, რომელსაც მსურველები დაივინგისთვის იყენებენ და მათ არც პირსის გვერდით ზღვაში მდებარე ჩამონგრეული ნაწილები აშინებთ და არც გამაფრთხილებელი აბრა აჩერებთ. 

პირსთან მდებარე სანაპირო ზოლით მოსარგებლეები, ობიექტის რეაბილიტაციას ითხოვენ, გარდა ამისა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაზიანებული ხიდია.

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები დაუმორჩილებლობას ავლენენ, თუმცა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმართვა უკვე შედგენილია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში