საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების შეხვედრა ფრედ დასრულდა

12 ივნისი 2022, 22:00 1148 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის С დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს ''დინამო არენაზე'' დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ეთამაშა.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა, რამდენიმე ეპიზოდში ბულგარელთა მეკარემ მიხაილოვმა კარგად ითამაშა.
მიუხედავად ამისა შეხვედრა უგოლო ფრედ დამთავრდა.

  • 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.
  • მეორე ადგილზე 7 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია.
  • მესამეზე 3 ქულით ბულგარეთია, ხოლო 1 ქულით ბოლო ადგილზე გიბრალტარი იმყოფება.

ამით ივნისის სანაკრებო მატჩები დასრულდა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ამ გათამაშებაში კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებეული.

23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში