რუსული ძალები ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალით ახორციელებდნენ - Amnesty International

13 ივნისი 2022, 10:49 735 ნახვა

რუსული ძალები, უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით ახორციელებდნენ - მტკიცებულებები Amnesty International- მა მოიპოვა. 

ორგანიზაციის  ცნობით, მათ რუსულმა ძალებმა გამოიყენეს 9N210 და 9N235 კასეტური ბომბები. ანგარიშში ასევე საუბარია უმართავი რაკეტების, „გრადისა“ და „ურაგანის“ გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.

Amnesty International-ის მკვლევარებმა აპრილსა და მაისში 14 დღე გამოიკვლიეს, რომლის დროსაც ხარკოვში 41 თავდასხმა მოხდა, დაიღუპა მინიმუმ 62 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 196-ზე მეტი. მათ მოინახულეს თავდასხმის ადგილები და გამოკითხეს  მოსახლეობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში