საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ხუთშაბათს უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ლა სტამპა იტყობინება. ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი ვიზიტი დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტამდე შედგება.
ვიზიტი მიზნად ისახავს ევროკავშირის ამ უდიდესი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისადმი.
ამ სამი ევროპელი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.