ტრანსნაციონალური დანაშაული - ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

13 ივნისი 2022, 10:49 731 ნახვა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

უწყებამ ნახევარი მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. დაადგინეს,  რომ ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.

გადაირიცხა თანხები, შემდეგ კი უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, შემდეგ კი ბრალდებულს გადაერიცხა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში