ბათუმში რესტორანი გაქურდეს

14 ივნისი 2022, 10:35 1849 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე რესტორანი გაქურდეს. მფლობელების ინფორმაციით, წაღებულია ფული და კომპიუტერი.

თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს როგორ იღებს სალაროდან მამაკაცი ფულს.

დაზარალებულებმა მიმართეს პოლიციას და ვარაუდობენ, რომ დამნაშავის დადგენა არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან პირის იდენტიფიცირება ვიდეოჩანაწერის მიხედვით რთული არ არის.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ველოდებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში